ზღაპარ იყო...

                                                  
ზღაპრები (მცირეწლოვან) ბავშვებზე გავლენას რომ ახდენენ, ამაზე ბევრი ნაწერ/ნაკითხ/ნათქვამ/მოსმენილი გვაქვს. მაგრამ ეს გავლენა რამდენად დადებითია სხვადსხვა ზღაპრის შემთხვევაში, არამგონია ბოლომდე იყოს გარკვეული. ზღაპრის ძირიდათი მიზანია სხვადასხვა ზღაპრული hack პროგრამებისა და cheat-engineბით (როგორიცაა, მაგალითად, ჯადოსნური ჯოხი, სუფრა ან ხალიჩა, ნატვრისთავლი, speed-up ჩექმები) დაეხმაროს წუწუნა და პრობლემებიან სიკეთეს ჩლუნგ და უიღბლო ბოროტებაზე გამარჯვებაში.. ეს მიზანი ზოგჯერ ისეთ საშუალებებს ამართლებს, ე.წ. "ჰორორ" (საშინელებათა) ფილმებსაც კი შეშურდება.
       შედარებით მსუბუქი კატეგორიის ზღაპრებში ხშირად გამოიყენება ისეთი ანომალიური ანატომიურ–ფიზიოლოგიური პროცესი, როგორიცაა ცოცხალი ორგანიზმების ჩაყლაპვა–ამოყლაპვა. გახსოვთ, ალბათ, სტომატოლოგიური მიდრეკილებების მქონე კომბლეს ცხვრების სამდღიანი ვიზიტი დათვის ფაშვში დასრულებული უკან ამოყლაპვით, პინოქიო–ბურატინოს პაპა კარლო–ჯუზეპეს ცხოვრების წლები ვეშაპის კუჭში, წითელქუდასა და ღვეზელების მოყვარული ბებიის იძულებითი ხანმოკლე სტუმრობა მგლის მუცელში ( თუმცა ამ უკანასკნელმა ფიზიოლოგიურ ამოყლაპვაზე უარი განაცხადა და საკეისრო გაუკეთეს).
       მძიმე კატეგორიის ზღაპრებს უნდა დაერთოს ლოგო "+12", რათა იქ მოყვანილმა სპეც–ეფექტებმა სუსტი ყელის...არა, სუსტი ბრონქების...არა, სუსტი კუჭ–ნაწლავის....აა, ჰო, სუსტი ნერვების მქონე ბავშვები პოტენციურ ჰიპერ–აგრესიულ "მძიმებავშვობიან" მოზარდებად არ აქციოს.
      ამ კატეგორიაში შემავალი ასორტიმენტიდან განსაკუთრებით ეფექტური სამეული ასე გამოიყურება:

      III ადგილი :  "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"
          შეგახსენებთ ზღაპრის მოკლე შინაარსს: გარდაცვლილმა ცოლმა გაციება ვერ მოასწრო, ფიფქიას მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. სადიზმისკენ მიდრეკილმა სტანდარტულად ბოროტმა  და არასტანდარტულად ლამაზმა დედინაცვალმა ქვეშქვეშა და ინტრიგანი სარკის გავლენით  მსახურს ფიფქიას დაკვლა და ძირითადი შინაგანი ორგანოების ასორტის მოტანა უბრძანა.  ტყეში გაურკვეველი საუბრის და კიდევ უფრო გაურკვეველი საზღაურის ფასად მსახურმა ფიფქია გაუშვა. შემდეგ ფიფქია მოხუცის მომვლელად,ძიძად, დამლაგებლად, მზარეულად და ცხოველების მომთვინიერებლად იწყებს მუშაობას არც მეტი, არც ნაკლები, შვიდკაციან სახლში. პატიოსნების განსახიერება დედინაცვალი ვერ უძლებს ოჯახის შერცხვენას და აპრობირებული ვაშლის მეთოდით ცდილობს მის თავიდან მოშორებას. თუმცა  ჩვენს lucky ფიფქიას ნეკროფილი პრინცი ევლინება გამსაღებლად და ბედნიერი ცხრაკუთხედი (7+1+1) ერთად იწყებს ცხოვრებას.



      II ადგილი:       "ლურჯწვერა"

                                
  

ავადმყოფობის ისტორიები


1. მიმღებ განყოფილებაში მოხვედრისას ავადმყოფს გული გაუჩერდა და თავი უკეთ იგრძნო.
2. მეორე დღეს მუხლი უკეთ გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი საერთოდ გაქრა.
3. ავადმყოფმა გაკვეთაზე უარი განაცხადა.
4. ანამნეზში სუიციდი არ აღინიშნება.
5. მიუხედავად გაფრთხილებისა, ავადმყოფმა განავალი მაინც სხვა კლინიკაში დატოვა.
6. ავადმყოფი ყინულზე წაიქცა და ფეხები შუა დეკემბერში ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაუცურდა.

ფიბონაჩის რიცხვები

  ოქროს კვეთის თეორემა ასე გამოითქმის: ოქროს კვეთა არის მთელის ისეთი გაყოფა ორ, ერთმანეთის არატოლ ნაწილად, როდესაც დიდი ნაწილი ისე შეეფარდება მთელს, როგორც მცირე ნაწილი - დიდს. გეომეტრიაში ოქროს კვეთას საშუალო და კიდურა შეფარდებით გაყოფასაც უწოდებენ. უფრო გასაგები რომ იყოს, განვიხილოთ მონაკვეთი.
    თუ C წერტილი AB მონაკვეთზე ისეა შერჩეული, რომ AB/AC=AC/CB, მაშინ ვიტყვით, რომ C წერტილი AB მონაკვეთს ოქროს კვეთის პროპორციით ყოფს.
      სამყაროში, ყველაფერი გარკვეული კანონზომიერებით, პროპორციითაა აგებული, მიუხედავად მისი ქაოსური ბუნებისა და მრავალფეროვნებისა, თუ შევეცდებით ყველაფერი კონკრეტულ სიმარტივემდე, ციფრების სისტემაში გადავიყვანოთ, სამყაროს გენიალურობა დადის ერთ მარტივ ციფრამდე, PHI (1,618) .
     XIII საუკუნეში, იტალიელმა მათემატიკოსმა ლეონარდო ფიბანაჩიმ შეადგინა მათემატიკური პროგრესია, რომელშიც ყოველი მომდევნო ციფრი წინა ორი ციფრის ჯამის ტოლია. (1–1–2–3–5–8–13–21…) გარდა ამისა, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ მეზობელი ციფრების შეფარდებები მიისწრაფვიან PHI-სკენ(1,6). მცენარეების, ცხოველების და ადამიანების აგებულებაში იმდენად ხშირად ვხვდებით 1,618–ს, რომ ანტიკური ხანის მეცნიერებმა მას «ღვთაებრივი პროპორცია» უწოდეს.
   მაგალითად, ფუტკრების სკაში მდედრების და მამრების რაოდენობა ყოველთვის დაბალანსებულია, მდედრი ფუტკრები რაოდენობრივად სჭარბობენ მამრებს, მაგრამ თუ მდედრების რაოდენობას გავყოფთ მამრი ფუტკრებისაზე, ყოველთვის, მსოფლიოს ნებისმიერი სკისათვის, შედეგად მივიღებთ 1,618–ს.
   მანძილი თავის წვეროდან იატაკამდე, რომ გავყოთ მანძილზე ჭიპიდან იატაკამდე, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება 1,618.



     ალბათ, ყველას გვინახავს პენტაგრამა, რომელსაც ბევრი კულტურა მიიჩნევს ღვთაებრივი და ჯადოსნური ძალის მატარებელ გამოსახულებად, მასში ყველა სეგმენტის შეფარდება PHI-ს ტოლია. თუ სწორად დავხაზავთ ამ სიმბოლოს, მაშინ წრფის მონაკვეთები ავტომატურად დაიყოფიან «ღვთაებრივი პროპორციის» მიხედვით.
       ფიბონაჩის რიცხვების პროპორციები გვხვდება ბუნებაში, ცოცხალ ორგანიზმებში, მუსიკაში, არქიტექტურაში და "ვეფხისტყაოსნის" რითმწყობაშიც კი. (თუმცა ამის გარჩევა შორს წაგვიყვანს)          
      ატომის სტრუქტურები, დნმ-ის ჯაჭვი, მცენარეთა აგებულება, ტვინის ხვეულები, პლანეტების ორბიტები, გალაქტიკები, ბუნება ყველგან იყენებს ოქროს პროპორციას.

აბიტურიენტთა მარგალიტები (პასუხი saldoli ს :) )


"ადამიანს, რომელსაც ყველა ორგანოს კიდური აბია, უნდა შეეძლოს მუშაობა".

“ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ამის გადაჩვევა, თუ ადამიანმა არ მოინდომა, შეუძლებელია".

"...ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი ლირიკული მოთხრობა "კაცია-ადამიანი?!"

"დარეჯანი ქმრის მსგავსად კუჭით მოქმედებს"..

"შვილი განა ხვეწნა-მუდარით როდი ჩნდება!"

"ის მეუღლეს ეუბნება, რომ შვილს გაუჩენს, მაგრამ საიდან და როგორ, ამაზე აღარ ფიქრობს".

"ლუარსაბი გადატრიალდა და უკნიდან მადლიანი, თავისებური, მომაბეზრებელი ხვრინვა ამოუშვა".

"ლუარსაბი ოცნებობდა შვილზე, რომელიც მას არასოდეს უნახავს".

"ილია ჩემგან ნამდვილად არ იმსახურებს ცუდად მოპყრობას".

"ლუარსაბი ფიქრობდა, რომ მას შვილის გაჩენაში არავითარი როლი არ ჰქონდა".

"დარეჯანი არის სამართლიანობის მანტიაში გამოწყობილი სისასტიკე, რომელიც იქცევა სილამაზისა და მშვენიერების მესაფლავედ".