ფიბონაჩის რიცხვები

  ოქროს კვეთის თეორემა ასე გამოითქმის: ოქროს კვეთა არის მთელის ისეთი გაყოფა ორ, ერთმანეთის არატოლ ნაწილად, როდესაც დიდი ნაწილი ისე შეეფარდება მთელს, როგორც მცირე ნაწილი - დიდს. გეომეტრიაში ოქროს კვეთას საშუალო და კიდურა შეფარდებით გაყოფასაც უწოდებენ. უფრო გასაგები რომ იყოს, განვიხილოთ მონაკვეთი.
    თუ C წერტილი AB მონაკვეთზე ისეა შერჩეული, რომ AB/AC=AC/CB, მაშინ ვიტყვით, რომ C წერტილი AB მონაკვეთს ოქროს კვეთის პროპორციით ყოფს.
      სამყაროში, ყველაფერი გარკვეული კანონზომიერებით, პროპორციითაა აგებული, მიუხედავად მისი ქაოსური ბუნებისა და მრავალფეროვნებისა, თუ შევეცდებით ყველაფერი კონკრეტულ სიმარტივემდე, ციფრების სისტემაში გადავიყვანოთ, სამყაროს გენიალურობა დადის ერთ მარტივ ციფრამდე, PHI (1,618) .
     XIII საუკუნეში, იტალიელმა მათემატიკოსმა ლეონარდო ფიბანაჩიმ შეადგინა მათემატიკური პროგრესია, რომელშიც ყოველი მომდევნო ციფრი წინა ორი ციფრის ჯამის ტოლია. (1–1–2–3–5–8–13–21…) გარდა ამისა, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ მეზობელი ციფრების შეფარდებები მიისწრაფვიან PHI-სკენ(1,6). მცენარეების, ცხოველების და ადამიანების აგებულებაში იმდენად ხშირად ვხვდებით 1,618–ს, რომ ანტიკური ხანის მეცნიერებმა მას «ღვთაებრივი პროპორცია» უწოდეს.
   მაგალითად, ფუტკრების სკაში მდედრების და მამრების რაოდენობა ყოველთვის დაბალანსებულია, მდედრი ფუტკრები რაოდენობრივად სჭარბობენ მამრებს, მაგრამ თუ მდედრების რაოდენობას გავყოფთ მამრი ფუტკრებისაზე, ყოველთვის, მსოფლიოს ნებისმიერი სკისათვის, შედეგად მივიღებთ 1,618–ს.
   მანძილი თავის წვეროდან იატაკამდე, რომ გავყოთ მანძილზე ჭიპიდან იატაკამდე, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება 1,618.



     ალბათ, ყველას გვინახავს პენტაგრამა, რომელსაც ბევრი კულტურა მიიჩნევს ღვთაებრივი და ჯადოსნური ძალის მატარებელ გამოსახულებად, მასში ყველა სეგმენტის შეფარდება PHI-ს ტოლია. თუ სწორად დავხაზავთ ამ სიმბოლოს, მაშინ წრფის მონაკვეთები ავტომატურად დაიყოფიან «ღვთაებრივი პროპორციის» მიხედვით.
       ფიბონაჩის რიცხვების პროპორციები გვხვდება ბუნებაში, ცოცხალ ორგანიზმებში, მუსიკაში, არქიტექტურაში და "ვეფხისტყაოსნის" რითმწყობაშიც კი. (თუმცა ამის გარჩევა შორს წაგვიყვანს)          
      ატომის სტრუქტურები, დნმ-ის ჯაჭვი, მცენარეთა აგებულება, ტვინის ხვეულები, პლანეტების ორბიტები, გალაქტიკები, ბუნება ყველგან იყენებს ოქროს პროპორციას.

0 Response to "ფიბონაჩის რიცხვები"