დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ

      ჩემი შვილიკო, ისევე როგორც სხვა ქართველი ბავშვები,  პირველ კლასში ანბანს და ასოების წერას სწავლობდა. ასო "მ"–ც ისწავლეს და მასთან დაკავშირებულ სიტყვებს შორის– "მუხა". სამი დღე ასწავლიდნენ ბავშვებს, რომ მუხა საქართველოს სიმბოლოა იმიტომ, რომ ძლიერი და დღეგრძელია, ამაყად ვარჯგაშლილი დგას, ურიცხვი მუმლ/მტერი ვერაფერს ვნებს ამ საუკუნოვან ფოთლოვანს, რომ ზოგჯერ იმხელა ზრო (ხის ტანი) აქვს, რომ ორი ადამიანი გაშლილ ხელებს ვერ შემოაწვდენს და ა. შ. და ა.შ.
     ქართულის გაკვეთილს მოსდევს მათემატიკის და აი,  მათემატიკის წიგნში ხსნიან ამოცანას:
      "ეზოში დგას მუხა. მუხას აქვს სამი (?!) ტოტი. თითო ტოტზე ორი ვაშლია (ჰა?!). რამდენი ვაშლია სულ მუხაზე?" (ავტ. რუხაძე. I კლ)


     წიგნი დამტკიცებულია ვაშლიანი მუხების სამშობლოს განათლების სამინისტროს მიერ.

1 Response to "დამტკიცებულია განათლების სამინისტროს მიერ"

  1. lizaa says:
    January 13, 2011 at 1:34 AM

    ვაიმეეე!!!და ეხლა ჩვენ ამ წიგნით ვსწავლობდით?აღშფოთებული ვარ,მათი გონებით რა!:):)